23:44 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-01 18:07:48, 1264 ნახვა

კომენტარი
ტყემალაძე დემურ სტურუაზე: წინა ხელისუფლების დროს მსგავსი ქმედება წახალისებული იყო, დღეს დაგმობილია

პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ერთი-ერთი ლიდერის, ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, სამართლიანობის აღდგენის კუთხით, დღევანდელი და 2012 წლამდე არსებული ვითარების შედარება არ შეიძლება.

როგორც ტყემალაძემ „ექსპრესნიუსთან“ ინტერვიუში დემურ სტურუას თვითმკვლელობასთან დაკავშირებით განაცხადა, წინა ხელისუფლების დროს მსგავსი ფაქტები წახალისებული იყო, დღეს კი, დაგმობილია.

„დემურ სტურუას შემთხვევაში საშინელი ფაქტი მოხდა. თუმცა, წინა ხელისუფლების დროს მსგავსი ფაქტები იყო წახალისებული, დღეს უკვე დაგმობილია. სტურუას თვითმკლებიდან ძალიან მალე საქმე გამოძებულ იქნა და დამნაშავე პასუხისგებაში მიეცა. იქ, როგორც ჩანს, ეს სისტემა მოქმედებდა და ყველა უნდა დაისაჯოს. მართალია, ის მიიმალა, მაგრამ აუცილებლად დაისჯება. თუმცა, სამწუხარო ინციდენტი მოხდა, მაგრამ ამ ფაქტზე მწვავე რეაქციაა. თუმცა, მსოფლიოში ვერ ნახავთ ქვეყანას, რომ კრიმინალი არ ხდებოდეს. სამართლიანობის აღდგენა ისაა, რომ დღეს კი რაღაც ხდება, მაგრამ 2012 წლამდე არსებულ სიტუაციასთან შედარებაც არაა. 35 000-მდე პატიმარი გყვავდა და დღეს 7 000-მდე შემცირდა ეს რიცხვი. დემოკრატიული თვალსაზრისით, ეს ძალიან დიდი მიღწევაა“, - აცხადებს ტყემალაძე.

ცნობისთვის, დემურ სტურუამ 7 აგვისტოს თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. მან სიკვდილამდე წერილი დატოვა, სადაც პოლიციელის მხრიდან ზეწოლის ფაქტზე საუბრობს.

 

ინტერვიუ ზურაბ ტყემალაძესთან





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics