18:19 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-02 14:00:58, 397 ნახვა

პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე: შვილად აყვანის პროცესში გარკვეული თავსებადობა იქნება გასათვალისწინებელი

„შვილად აყვანის პროცესში შვილად ასაყვან  ბავშვსა და შვილად აყვანის მსურველს შორის თავსებადობა იქნება გასათვალისწინებელი“,-ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებს  სასტუმრო „რედისონში“ განუცხდა, სადაც აღნიშნულმა  კომიტეტმა 2015 - 2016 წლების სამოქმედო გეგმა წარადგინა.
მისივე თქმით, შვილად აყვანის პროცესში აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ოჯახის სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობა და ასაკობრივი ზღვარი.
„შვილად აყვანა არის ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და მნიშვნელოვანი საკითხი. საზოგადოების  დიდი ნაწილი ელოდება,  რომ საკანონმდებლო უზრუნველყოფა მოხდეს და დარეგულირდეს ის აუცილებელი მექანიზმები,  რაც აშკარად ჩარევას და გამოსწორებას ითხოვს. სახელმწიფოს მთავარი მიდგომა იქნება იმ ბავშვებს, რომლებსაც  არა აქვს ბიოლოგიურ ოჯახში ყოფნის საშუალება მათ შევუქმნათ ოჯახური  გარემო და დავიცვათ. გასათავალისწინებელი იქნება თავსებადობა შვილის აყვანის მსურველსა და შვილად ასაყვან  ბავშვს შორის, აუცილებელად უნდა იყოს გათვალისწინებული ოჯახის სოცილაურ -ეკონომიკური მდგომარეობა, ასევე ასაკობრივი ზღვარი უნდა დაწესდეს, რადგან  არ აღმოჩნდეს ისე, რომ ასაკში მყოფმა  აიყვანოს მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც რამდენიმე წელში შეიძლება გახდეს ასაკოვანი მშობლის  მომვლელი და მისი ინტერესი არ იყოს დაცული“,-აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics