19:28 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-15 18:29:46, 645 ნახვა

სამხედრო
თინა ხიდაშელი პოლონელ და ხორვატ კოლეგებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალურ ვიზიტად ბრიუსელში იმყოფება. თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში თინათინ ხიდაშელი ხორვატ და პოლონელ კოლეგებს შეხვდა.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პოლონეთის ეროვნულ თავდაცვის მინისტრთან ანტონი მაჩიერევიჩთან შეხვედრაზე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მიმდინარეობა და ვარშავის სამიტზე საქართველოს მიმართ პოლონეთის მხარდაჭერის საკითხები განიხილეს. ასევე ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე.

„პოლონეთი ნატო-საქართველოს პაკეტის აქტიური მონაწილეა და ორი ძირითადი მიმართულება აქვს აღებული. ჩვენ მუდმივად ვანახლებთ ინფორმაციებს და ახალ გეგმებზე ვსაუბრობთ. პოლონეთის მხარდაჭერა არის სრულიად ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი საქართველოს მიმართ. მათი მხარდაჭერა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იმიტომაც ხდება, რომ პოლონეთი ვარშავის სამიტის მასპინძელი ქვეყანაა“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

ხორვატ კოლეგასთან იოზიფ ბულიევიჩთან შეხვედრის მთავარი თემა კი, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება იყო.

„ხორვატებთან ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობებზე, რომელიც ჯერ კიდევ წინ გვაქვს. ჩვენ არ გვაქვს სამხედრო სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულება. წინა შეხვედრაზე ხორვატ მინისტრთან ეს საკითხები გავიარეთ და დღეს შევთანხმდით, რომ უკვე შესაძლებელია გადაწყვეტილებების მიღება და შეთანხმების მიღწევა, რათა ზუსტად ჩამოვყალიბდეთ კონკრეტულ მიმდინარეობებზე, თუ რა მიმართულებებით შეიძლება ორი ქვეყნის სამხედრო სფეროში თანამშრომლობა განვითარდეს და წარმატებული იყოს“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ნატოს შტაბ-ბინაში თინათინ ხიდაშელი უკვე შეხვდა თურქეთისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრებს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან ალექსანდერ ვერშბოუსთან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ადამიანის უფლებათა კომისარს მოუწოდეს გამოიძიოს ივანიშვილის რეჟიმის პრაქტიკა, გააშიშვლონ პატიმარი ქალები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics