14:54 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-06 15:31:00, 1110 ნახვა

მსოფლიო
ევრო 2016-ზე რუსეთისა და ბრიტანეთის მატჩის დროს მეჩეთის აფეთქება იგეგმებოდა

უკრაინელმა სამართალდამცველებმა "ევრო-2016"-ის დროს დაგეგმილი 15 ტერაქტი აღკვეთეს, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედიის ინფრომაციით, ტერაქტები "ევრო-2016"-ის დროს იყო დაგეგმილი.

უკრაინის თავდაცვის უწყების ცნობით, ანტიტერორისტული ოპერაცია 6 თვის განმავლობაში გრძელდებოდა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, საფრანგეთის მოქალაქე, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე ჩამოვიდა, იარაღის შეძენას გეგმავდა.

მედიის ინფორმაციით, დაკავებული ნეგატიურად აფასებდა მიგრანტების რაოდენობის გაზრდასა და საფრანგეთში მუსლიმების ცხოვრებას.

როგორც მედია საშუალება, უწყებაზე დაყრდნობით წერს, საფრანგეთის მოქალაქე მეჩეთის და ადმინისტრაციული შენობების აფეთქებას "ევრო-2016"-ის მსველობისას გეგმავდა.

წინასწარი ინფორმაციით, ეჭვმიტანილი საზღვარზე დააკავეს, როდესაც ის იარაღის გადატანას აპირებდა. უწყების ცნობით, დაკავებული უკრაინის მოქალაქეს ფულს სთავაზობდა, იმისათვის, რომ იარაღის და ასაფეთქებელი ნივთიერებების გადატანა განხორციელებულიყო.

ცნობისთვის, სხვადასხვა მედია საშუალებების ინფორმაციით, ტერორისტები დიდ აფეთქებას 11 ივნისს,რუსეთსა და ბრიტანეთის ნაკრებების მატჩზე გეგმავდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics