13:05 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-25 17:34:32, 803 ნახვა

სხვადასხვა
ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა თავისუფალია

აზერბაიჯანის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა თავისუფალია. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, ალი სეიფელიევის გადაწყვეტილებით, ცნობილ ჟურნალისტს და პოლიტპატიმარს სამი წლით და ექვსი თვით პირობითი პატიმრობა მიესაჯა.

ჟურნალისტი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დღესვე გათავისუფლდება. მანამდე ბაქოს სასამართლოს გადაწყვეტილებით ისმაილოვას შეფარდებული ჰქონდა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს.

ისმაილოვა კორუფციის საქმეებს იძიებდა, ასევე აქტიურად აქვეყნებდა სტატიებს აზერბაიჯანის პრეზიდენტის და მისი ოჯახის კორუფციულ საქმეებში თანამონაწილეობაზე. გასულ წელს, ჟურნალისტი დააპატიმრეს და ციხეში ჩასვეს.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics