09:18 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-03 13:51:06, 1211 ნახვა

მსოფლიო
ფრანგი ჟურნალისტი "ისლამურ სახელმწიფოს" 3 თვის განმავლობაში ფარული კამერით უღებდა

ფრანგი ჟურნალისტი 3 თვის განმავლობაში "ისლამურ სახელმწიფოს" ბანაკში იმყოფებოდა და განვითარებულ მოვლენებს ფარული კამერით იღებდა, - ამის შესახებ გამოცემა Telerama იუწყება.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტური ფილმი "ალაჰის ჯარისკაცები", რომელიც ახალგაზრდა ბოევიკების "ისლამურ სახელმწიფოში" გაწევრიანებაზეა,  ეთერში გუშინ გავიდა.

ჟურნალისტი დაჯგუფებაში საიდ რამზის სახელით გაწევრიანდა. "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებთან დაკავშირება კი სოციალური ქსელით მოახერხა.

6 თვის შემდეგ, რეპორტიორმა მებრძოლების ნდობა მოიპოვა, რათა მათი მოტივების შესახებ უფრო მეტი გაეგო.

ჟურნალისტის თქმით, მებრძოლების უმეტესობა არიან ადამიანები, რომლებსაც მძიმე წარსული აქვთ და თვითმკვლელობისკენ სწრაფვა ახასიათებთ. 

მისივე თქმით, ტერორისტებს სამყაროს შეცვლა სულაც არ სურთ და ისინი ადვილად კონტროლირებადი ახალგაზრდები არიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნავთობის ფასები კვლავ ეცემა, - Reuters
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics