14:03 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-20 17:41:43, 528 ნახვა

პოლიტიკა
ასმათ დიასამიძე: მედეა ვასაძისა და სვეტლანა არშბას ატირება ადვილი არ იყო, ვფიქრობ, ზეწოლა მოხდა

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" ასმათ დიასამიძე ფირობს, რომ მედეა ვასაძესა და სვეტლანა არშბაზე ზეწოლა განხორციელდა, რათა მათ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის - დავით ბაციკაძის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის - ალექსანდრე ჩიტიშვილის გადაყენებას მხარი არ დაუჭირონ.
სწორედ ამას უკავშირებს ასმათ დიასამიძე სვეტლანა არშბას შეუძლოდ გახდომასა და მედია ვასაძის ნერვიულობას.
"ვფიქრობთ, რომ საჭიროზე მეტი რაოდენობის ხმები უნდა იყოს. ამაზე მეტყველებს და ადასტურებს ის ბოლოდროინდელი განვითარებული მოვლენები, რაც ახლა რეგიონში ხდება. ქალბატონი მედეას და სვეტლანას ატირება არც ისე ადვილი იყო. შესაბამისად, ვფიქრობ, საკმაოდ დიდ ზეწოლებს ჰქონდა ადგილი და მოსყიდვების ფაქტებიც ვნახეთ. ვფიქრობ, რომ ისინი დღეს მხარს დაუჭერენ დავით ბაციკაძისა და ალექსანდრე ჩიტიშვილის გადაყენების საკითხს",-განაცხადა ასმათ დიასამიძემ.
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის - დავით ბაციკაძის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის - ალექსანდრე ჩიტიშვილის გადაყენების საკითხზე  უმაღლესი საბჭოს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
აშშ-ის საელჩომ საქართველოს დედაენის დღე მიულოცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics