21:53 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-02 12:17:36, 588 ნახვა

საზოგადოება
თბილისში მდებარე რამდენიმე ვეტერინარულ კლინიკაში კრიტიკული შეუსაბამობები და ვადაგასული პრეპარატები გამოავლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს სპეციალისტებმა, დედაქალაქში ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად ვეტერინარულ კლინიკებში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შემოწმებული 20 ობიექტიდან დარღვევები აღინიშნა რვა ვეტერინარულ კლინიკაში: შპს „ახალი ვეტერინარული კლინიკა“, ინდმეწარმე დ. ს., შპს ვეტერინარული კლინიკა „ვეტ.არტ“, შპს ,,დტნბ’’, შპს „ზარავეტ“, შპს „ვეტცენტრი ზოოპლაზა“, ინდმეწარმე თ.ძ. (ბიონიკა), შპს „ვეტ. საავადმყოფო“.

„ინსტრუმენტების არასათანადო სტერილიზაციის გამო საქმიანობა შეუჩერდა ორ კლინიკას. დაფიქსირდა ასევე ვაქცინების შენახვის წესის დარღვევა, არარეგისტრირებული, ვადაგასული და უვარგისად მიჩნეული პრეპარატების გამოყენება, საქმიანობა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე, რის გამოც ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ.

სურსათის ეროვნული სააგენტო კლინიკებში, ვეტაფთიაქებსა და ზოომაღაზიებში სახელმწიფო კონტროლს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს. მიმდინარე წელს 1 500-მდე ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ობიექტის შემოწმებაა დაგეგმილი.

სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, ნებისმიერი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუკავშირდეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს – 1501. რეაგირების გარეშე არცერთი შეტყობინება არ დარჩება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics