16:24 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-05 10:17:15, 544 ნახვა

პოლიტიკა
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ვენესუელას მართავს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ვენესუელას მართავს. ტრამპმა ისაუბრა ამერიკული სპეცდანიშნულების სამხედრო ოპერაციის შესახებაც, რომლის შედეგადაც ნიკოლას მადური დააკავეს.

„საოცარი იყო, რომ მხოლოდ რამდენიმე დაშავებული გვყავს, მაგრამ ყველა კარგ მდგომარეობაშია ახლა. ვიცოდი, რომ დიდი საშიშროება იყო“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტს კითხვა დაუსვეს იმის შესახებაც, თუ ვინ უნდა მართოს ვენესუელა.

„ნუ მკითხავთ, ვინ მართავს, რადგან პასუხს გაგცემთ და ძალიან საკამათო იქნება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვიქნებით მთავარი. ვენესუელა ახლა მკვდარი ქვეყანაა. ეს არის ქვეყანა, როგორიც, გულწრფელად, ჩვენ ვიქნებოდით, თუ არჩევნებში წავაგებდი, ჩვენ მკვდარი ქვეყანა ვიქნებოდით“, – განაცხადა ტრამპმა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, ამერიკული ნავთობკომპანიები შევლენ ვენესუელაში და აღადგენენ ქვეყნის ნავთობის ინფრასტრუქტურას. მისი თქმით, კომპანიები მზად არიან დიდი ინვესტიციების განსახორციელებლად, ხოლო თავად აშშ-ის მთავრობა ფინანსურად არ ჩაერევა ამ პროცესში.

„ჩვენ უბრალოდ ვიზრუნებთ ქვეყანაზე. ვიზრუნებთ ხალხზე, მათ შორის ვენესუელელებზე, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობენ და იძულებული იყვნენ,დაეტოვებინათ თავიანთი ქვეყანა. დიახ, მათზე ძალიან კარგად იზრუნებენ“, – აღნიშნა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

ამასთან, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ მეორე სამხედრო ოპერაციისთვისაც მზად იყო, თუმცა დასძინა, რომ, სავარაუდოდ, ამის საჭიროება აღარ იქნება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics