22:41 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-15 10:40:46, 1345 ნახვა

მსოფლიო
ათასობით ადამიანი ერდოღანის გადადგომას ითხოვს- მასშტაბური საპროტესტო აქცია თურქეთში

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა და პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის გადადგომა მოითხოვა. პროტესტის მიზეზი ოპოზიციური „თურქეთის სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ (CHP) წინააღმდეგ მიმართული, როგორც აქტივისტები ამტკიცებენ, პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნაა.

მრავალათასიანი დემონსტრაცია 14 სექტემბერს გაიმართა, რითაც მონაწილეებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს პარტიას სასამართლო სხდომის წინ. დღეს, 15 სექტემბერს, სასამართლო განიხილავს „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ 2023 წლის ნოემბრის ყრილობის კანონიერებას, რომელზეც პარტიის თავმჯდომარედ ოზგურ ოზელი აირჩიეს. თუ სასამართლო ყრილობას უკანონოდ გამოაცხადებს, ოზელი შესაძლოა თანამდებობიდან გადააყენონ.

აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ოზგურ ოზელმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ცდილობს, დემოკრატიული ნორმების დარღვევით დარჩეს სათავეში და ჩაახშოს განსხვავებული აზრი. მისი თქმით, ეს პროცესი განსაკუთრებით გააქტიურდა ოპოზიციის მიერ ბოლო ადგილობრივ არჩევნებში მოპოვებული გამარჯვებების შემდეგ.

„როიტერის“ ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ოპოზიციური პარტიის 500-ზე მეტი წევრი დააკავეს, მათ შორის 17 მერი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics