22:35 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-11 10:06:11, 989 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით 337 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამით რუსეთის ტერიტორიაზე 337 უკრაინული დრონი გაანადგურეს, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, ყველაზე მეტი - 126 დრონი - კურსკის ოლქის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს.

„გასულ ღამეს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 337 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. 91 უპილოტო საფრენი აპარატი - მოსკოვის ოლქის თავზე, 126 - კურსკის რეგიონის თავზე, 38 დრონი - ბრიანსკის ოლქის თავზე, 25 უპილოტო საფრენი აპარატი - ბელგოროდის ოლქის თავზე, 22 - რიაზანის ოლქის თავზე, 10 დრონი - ორიოლის ოლქში, 6 - ვორონეჟის ოლქის თავზე და 3 უპილოტო საფრენი აპარატი - ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის თავზე“, - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, დრონებით თავდასხმას მოსკოვის ოლქში მსხვერპლი მოჰყვა, კერძოდ, დაიღუპა ერთი და დაშავდა 5 ადამიანი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics