13:52 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-09 17:57:54, 1051 ნახვა

მსოფლიო
პოროშენკო რუსეთისგან სავჩენკოს გათავისუფლებას მოითხოვს

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო რუსეთისგან ნადეჟდა სავჩენკოს დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

როგორც პეტრო პოროშენკო აცხადებს, უკრაინელი მფრინავი სამშობლოში ყოველგვარი წინაპირობის გარეშე უნდა დაბრუნდეს.

ამავე მოთხოვნით კიევში რუსეთის საელჩოსთან დღეს მორიგი აქცია გაიმართა. დემონსტრანტებმა დიპლომატიური უწყების შენობას ქვები, კვერცხები და იოდის ბოთლები ესროლეს. საელჩოსთან ასობით ადამიანი იყო შეკრებილი. იქ სხვა პოლიტიკოსებთან ერთად, იულია ტიმოშენკოც მივიდა.

აღსანიშნავია, რომ ნადეჟდა სავჩენკოს მხარდასაჭერი აქციები დღეს უკრაინის სხვა დიდ ქალაქებშიც გაიმართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics