23:11 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-08 15:45:05, 586 ნახვა

რეგიონი
რიჟვაძე - უნდა შეფასდეს აგვისტოს მოვლენები, მოღალატე „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გასამართლდეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ 8 აგვისტოს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.

როგორც  რიჟვაძემ აღნიშნა, ეს თარიღი წინა ხელისუფლების, "ნაციონალური მოძრაობის“ “მოღალატეობრივ ქმედებას და დიდ უპასუხისმგებლობას“ უკავშირდება.

“ეს დღე უკავშირდება წინა ხელისუფლების, “ნაციონალური მოძრაობის“ გაუთვლელობას, რომ ქვეყანას აერიდებინა თავიდან ასეთი უთანასწორო ბრძოლა. ჩვენ, პოლიტსაბჭომ, გუშინ გავავრცელეთ განცხადება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მოვლენები შეფასდეს. ქვეყანამ დაიცვა თავისი სიამაყე, ქართული ჯარის ავტორიტეტი ყველა საერთაშორისო სასამართლოში, როგორც ჰააგის, ასევე სტრასბურგში. თუმცა, იმჟამინდელი ხელისუფლების გაუთვლელობა, უპასუხისმგებლობა, მოღალატეობრივი ქმედება უნდა შეფასდეს და ეს მოღალატე რეჟიმი, რომელიც იყო “ნაციონალური მოძრაობის სახით უნდა გასამართლდეს ამ უპასუხისმგებლობისთვის, 2008 წელს დაკარგული ტერიტორიებისთვის. რა თქმა უნდა, ოკუპაცია არის ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი გამოწვევა და ამ გამოწვევის წინაშე მოქმედი მთავრობა, ხელისუფლება, ყველაფერს აკეთებს რომ მშვიდობიანი გზებით ეს გამოწვევა იქნას დაძლეული",- განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics