01:14 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-07 12:07:50, 1037 ნახვა

რეგიონი
სტიქია ხაშურის მუნიციპალიტეტში - დატბორილია გზები, წაქცეულია ხეები, მწყობრიდან გამოსულია ელექტროგადამცემი ხაზები

ხაშურის მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა და ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. ხაშურის მერიის ინფორმაციით, დატბორილია გზები, მოსახლეობის ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები, ზოგიერთ ადგილას წყალმა საცხოვრებელ სახლებშიც შეაღწია. 

ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა სახურავები, მწყობრიდან გამოვიდა ელექტროგადამცემი ხაზები, გარკვეულ უბნებზე შეფერხდა გაზმომარაგებაც, რამდენიმე ადგილას წაიქცა ხეები.

"გრძელდება დაზიანებული ელექტოსადენების აღდგენა. ყველაფერი კეთდება, რომ  მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგეს. 

ამ დროისთვის სამაშველო სამუშაოები გრძელდება. მობილიზებულია ტექნიკა და ადამიანური რესურსი, რათა დახმარება მიიღოს ყველა მოქალაქემ, ვინც ამას საჭიროებს",- აღნიშნულია ხაშურის მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics