01:43 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-06 12:01:51, 1239 ნახვა

რეგიონი
ბათუმში წყლის სისტემის განვითარების მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის მე-5 ფაზა იწყება

ბათუმში, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან თანამშრომლობით, წყლის პროექტის  მე-5 ფაზა იწყება. აჭარის მთავრობის ცნობით, საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა დადგენილებას გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW) და ფინანსთა სამინისტროს შორის სასესხო შეთანხმების რატიფიცირების შესახებ.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ადლიის, აეროპორტის, კახაბრის, ჩაქვის, ინდუსტრიული ზონის, ხელვაჩაურის, მეჯინისწყლის ტერიტორიაზე წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე სისტემა მოეწყობა.

"პროექტი ითვალისწინებს წყლის თანამედროვე  სისტემების მოწყობას ბათუმის მთელ ტერიტორიაზე, ქალაქის სანიაღვრე სისტემების გამტარუნარიანობის გაუმჯობესებას, გარემოს დაბინძურებისა და მასზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირებას.

მეხუთე ფაზის პროექტის ღირებულება 78.8 მლნ ევროა.

მნიშვნელოვანია, რომ წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის გაუმჯობესებით, პროექტი ქმნის საბაზისო პირობებს ბათუმში ტურიზმის შემდგომი გაფართოებისთვის, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას", - ნათქვამია აჭარის მთავრობის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics