|
2023-03-03 00:04:58, 1294 ნახვა
კომენტარი
კობახიძე - როგორც კი ტოლობის ნიშანს დაასმევინებ პაოლო იაშვილსა და გიგა მაქარაშვილს შორის, იქ დამთავრებულია შენი იდენტობა
დღეს რომ საუბრობდნენ სამარცხვინოდ, პაოლო იაშვილს და ტიციან ტაბიძეს იხსენებდნენ და ამ ადამიანებს, ჩვენს საამაყო წინაპრებს, მართლა გმირებს, სამოქალაქო გმირებიც იყვნენ და შემოქმედებაშიც და ყველაფერში გმირები იყვნენ. ამათ უტოლებენ ბაია პატარაიას და გიგა მაქარაშვილს ეს ხომ სირცხვილია, ეს ხომ სახეში შეფურთხებაა ქართველი ხალხისთვის და ქართული ისტორიისთვის - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE” საუბრისას განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, პარლამენტში „ხალხის ძალის“ კანონპროექტების განხილვისას განვითარებული მოვლენებით ნათელი გახდა, რომ დღევანდელი სამოქალაქო საზოგადოება თავს მოხვეული ტერმინია. "დღეს რომ უსტვენდნენ, პარლამენტში ვინც იყო შემოსული, მაღალი მატერიებით ხომ ლაპარაკობდნენ ვითომ სამოქალაქო საზოგადოება? - ესეც თავს მოხვეული ტერმინია, პირდაპირ შემიძლია გითხრათ. სამოქალაქო საზოგადოება სადაც ბუნებრივად ყალიბდება და არა ასე თავს მოხვეული მახინჯი მეთოდებით, იქ სამოქალაქო საზოგადოება იქმნება აბსოლუტურად ჯანსაღი პროცსესის საფუძველზე. მაგალითად, მე-19 საუკუნე და მე-20 საუკუნის დასაწყისი რომ გავიხსენოთ: ილია ჭავჭავაძე, დიმიტრი ყიფიანი, იაკობ გოგებაშვილი, აკაკი წერეთელი - ესენი იყვნენ სამოქალაქო საზოგადოება“ - განაცხადა კობახიძემ. ირაკლი კობახიძის თქმით, ეს მიზანმიმართული კამპანიაა და იდენტობის წაშლის მცდელობას ემსახურება. „სირცხვილი და სულში ჩაფურთხებაა ქართველებისთვის, როცა ერთ დონეზე აყენებ ტიციან ტაბძეს, მართლა გმირს, თან შემოქმედს, გენიალურ ადამიანს და აქეთ ბაია პატარაიას, ეს არის ქართველი ხალხისთვის სულში ჩაფურთხება და ეს არ უნდა „გავატაროთ“ ჩვენ. ამას როგორც კი „გაატარებ“, შენი იდენტობა, რასაც ებრძვიან, იქ დამთავრდება. როგორც კი ტოლობის ნიშანს დაასმევინებ პაოლო იაშვილსა და გიგა მაქარაშვილს შორის, იქ დამთავრებულია შენი იდენტობა. ეს არის სირცხვილი, ეს უნდათ ზუსტად - შენი იდენტობის წაშლა - ეს არის მიზანმიმართული პროცესია და ამიტომ მიდის მთელი ეს კამპანია.“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)