22:56 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-08 16:46:08, 1963 ნახვა

სამხედრო
პროექტი „ჩვენი ჯარი“ გრძელდება

პროექტის „ჩვენი ჯარი“ ფარგლებში ქ.თბილისის N 64-ე საჯარო სკოლას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ნიკოლოზ ჯანჯღავა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ესტუმრნენ.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გენერალ-მაიორი მოსწავლეებს საქართველოს სამხედრო ისტორიის, თავდაცვის ძალების, სამხედრო სამსახურის, ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა და მის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ესაუბრა. სამხედრო მოსამსახურეებმა მოსწავლეებს პროექტის მნიშვნელობაც გააცნეს. 

უფროსკლასელებს თემატური ვიდეორგოლების ნახვის, სამხედრო მოსამსახურეების პირადი ისტორიების გაცნობისა და საქართველოს ეროვნული გმირების შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. 

პროექტის „ჩვენი ჯარი“' საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად ახორციელებს და ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებასა და პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას ისახავს მიზნად.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics