01:46 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-06 12:01:40, 397 ნახვა

პოლიტიკა
მინდია ჯანელიძემ პოლონელი კოლეგა ტომაშ სიემონიაკი საქართველოში მოიწვია

ნატოს შტაბ-ბინაში საქართველოს და პოლონეთის თავდაცვის მინისტრებს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საუბრის დასაწყისში მინდია ჯანელიძემ პლონელ კოლეგას ტომაშ სიემონიაკს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა პოლონელი დამკვირვებლების მონაწილეობა ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში.

ამასთან, მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესზე ისაუბრეს. ტომაშ სიემონიაკმა პაკეტის განხორციელების პროცესში აქტიური ჩართულობის მზადყოფნა გამოხატა. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას და საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში.

მინისტრებმა საქართველოსა და პოლონეთის თავდაცვის უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და სამომავლო პერსპექტივებზეც იმსჯელეს.

მინდია ჯანელიძემ პოლონელი კოლეგა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics