09:17 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-16 12:35:17, 910 ნახვა

სამხედრო
დასავლეთ სარდლობამ ახალი სპეცტექნიკა მიიღო

საქართველოს თავდაცვის ძალებში ავტოპარკის განახლების პროცესი გრძელდება. აღმოსავლეთ სარდლობის შემდეგ სპეციალური ტექნიკა დასავლეთ სარდლობის ქვედანაყოფებმა მიიღეს. სენაკში, მეორე ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ახალი სატვირთო და სპეციალური ტექნიკის გადაცემის პროცესს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი დაესწრნენ.

მინისტრის განცხადებით, ახალი ავტომობილებით აღჭურვა თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაუმჯობესებას, მობილურობის ზრდასა და დავალების ეფექტიანად შესრულებას შეუწყობს ხელს. დასავლეთ სარდლობას 130-მდე სპეციალური ტექნიკა და 70-მდე მსუბუქი ავტომობილი გადაეცა. სატრანსპორტო საშუალებები თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში საჭიროებების გათვალისწინებით გადანაწილდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნავთობის ფასები კვლავ ეცემა, - Reuters
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics