13:11 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-31 23:11:56, 760 ნახვა

მიხეილ სააკაშვილი - ჩვენ გვაქვს ბევრად უკეთესი შედეგი ვიდრე ეს ipsos-მა აჩვენა

„ჩვენ გვაქვს ბევრად უკეთესი შედეგი ვიდრე ეს ipsos-მა აჩვენა“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისივე თქმით, მთავარია ქართველი ხალხი იყოს მოწოდების სიმაღლეზე და არანაირი კომპრომისი არ დაუშვან.

„მინდა მივმართო, "ნაციონალური მოძრაობის" - ერთიანი ოპოზიციის და ასევე აბსოლუტურად ყველა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს საარჩევნო კომისიებში, ახლა მთავარი პროცესია, ჩვენ გვაქვს ბევრად უკეთესი შედეგი, კიდევ ვიდრე ipsos-მა აჩვენა.

თელავში, რუსთავში ასეა და დარწმუნებული, ვარ დანარჩენ ადგილებშიც ასევე იქნება. ახლა მთავარია თითოეული თქვენგანი ბოლომდე იყოს მოწოდების სიმაღლზე, არანაირი კომპრომისი არ დაუშვათ!

იმიტომ, რომ ეს არის დღევანდელი დიდი გამარჯვების დღე და ივანიშვილის საქართველოს ხელისუფლებიდან, ამ გაუგებრობის ჩამოშორების დღე და ახლა უკვე ყველაფერი არის თქვენი გასაკეთებელი ბოლომდე. ძალიან დიდი იმედი მაქვს თქვენი, თითოეული თქვენგანის ვალში იქნება მთლიანად საქართველო თუ თქვენ ახლა კარგად იმუშავეთ. წარმატებები!“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
15 აპრილიდან მდინარე დიღმურას ხიდზე საავტომობილო მოძრაობა 5 თვით სრულად შეიზღუდება
პაშინიანის ავტოკოლონის თანმხლები ავტობუსი ავარიაში მოყვა
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics