14:42 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-17 16:02:24, 607 ნახვა

სამართალი
რუსთავის №17 დაწესებულებაში რვა პატიმარი შიმშილობს

რუსთავის №17 დაწესებულებაში რვა პატიმარი შიმშილობს. ისინი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის გადახედვას ითხოვენ, რომელიც ნარკოტიკის შეძენა-შენახვასა და მოხმარებას გულისხმობს. მსჯავრდებულები მიიჩნევენ, რომ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებაზე დოზირება  უნდა მოხდეს. მათივე შეფასებით, კანონის ლიბერალიზაცია, რომელსაც ამჟამინდელი ხელისუფლება დაპირდათ, არ მომხდარა.

ანალოგიურს აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე. მისი შეფასებით, 260-ე მუხლის ლიბერალიზაცია არ მომხდარა და პატიმრები ფიქრობენ, რომ ხელისუფლებამ მოატყუათ.

 "ხელისუფლება ამბობდა, რომ ნარკოტიკების მოხმარება არ არის დანაშაული, ეს არის ავადმყოფობა და უნდა მოხდეს 260-ე მუხლის ლიბერალიზაცია. პატიმრები ამბობენ, რომ ეს არის ფარსი და ხელისუფლებამ ისინი მოატყუა.  დამიკავშირდნენ პატიმრები, რომლებიც   260-ე მუხლით ნარკოტიკის მოხმარებისთვის იხდიან სასჯელს და გამომიგზავნეს სასამართლოს გადაწყვეტილება. სასამართლომ მსჯავრდებულებს დაუტოვა იგივე სასჯელი, რაც წინა ხელისუფლების დროს ჰქონდათ მისჯილი",-ამბობს ნანა კაკაბაძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics