23:13 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-22 20:30:05, 18627 ნახვა

ომი უკრაინაში
მარინა ენდელაძის ინფორმაციით, თბილისის ინფექციური საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი ახალი პაციენტი დაემატა

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 46 პაციენტი მკურნალობს.

მისი თქმით, კლინიკაში მხოლოდ ერთი ახალი პაციენტი დაემატა და მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

„ბოლო მონაცემებით, საქართველოში გახლავთ 416 კოვიდ ინფიცირებული, საიმედო ის არის, რომ 107 უკვე გამოჯანმრთელებულია. რაც შეეხება ჩვენს კლინიკას, კლინიკაში ამჟამად გახლავთ 46 ინფიცირებული, უმეტესი მათგანის მდგომარება არის მსუბუქი, არიან საშუალო და მძიმე პაციენტებიც. ერთი დაგვემატა ახალი. ჯერჯერობით მისი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. ცნობილი კლასტერიდან გახლავთ და შიდა გავრცელების ახალი კერა არ დაფიქსირებულა. დღეს ჩვენ დილით გვქონდა რამდენიმე გაგზავნილი შესაძლო შემთხვევები და ურყოფითი მივიღეთ, არ დადასტურდა „კოვიდ-19“. დღეისათვის არ ველოდებით არც გამოჯანმრთელებულს. ​გამოჯანმრთელებულთა შორის ბევრი იყო საყურადღებო პაციენტი, მათ შორის მძიმეც. ბავშვი გვყავს ხუთი ამჟამად, მათ შორის ერთი არის ცხრა თვის რომლის მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics