08:34 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-14 20:46:11, 17983 ნახვა

ომი უკრაინაში
საზღვარგარეთ კორონავირუსით საქართველოს მოქალაქეების ინფიცირების 92, ხოლო გარდაცვალების 9 შემთხვევაა დაფიქსირებული

საზღვარგარეთ კორონავირუსით საქართველოს მოქალაქეების ინფიცირების 92, ხოლო გარდაცვალების 9 შემთხვევაა დაფიქსირებული, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს საგარეო საქმეთა სამინისტროდან ყოველდღიურად მიეწოდება.

„საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლისას აქვს წარმატებებიც. გამოჯანმრთელდა 69 ადამიანი, მაგრამ ამავდროულად გვაქვს სამი სიკვდილი. ვერ მოვუარეთ იმ ხანდაზმულებს, იქ იყო ძალიან მძიმე თანმხლები დაავადებები. სამწუხაროდ გვაქვს საზღვარგარეთ ჩვენს თანამემამულეებში ინფიცირების 92 შემთხვევა. ამ ინფორმაციას ჩვენ საგარეო საქმეთა სამინისტროდან ყოველდღიურად ვიღებთ. სამწუხაროდ არის ცხრა გარდაცვლილი, რომლებიც ცხოვრობდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics