19:18 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-18 11:01:55, 5596 ნახვა

ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაია - კორონავირუსით დაინფიცირებული ახალი პაციენტების მდგომარეობა, ამ ეტაპზე, სტაბილურია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ კორონავირუსით დაინფიცირებული 4 ახალი პაციენტიდან, ინფექციურ საავადმყოფოში მხოლოდ 2 მათგანი მკურნალობს.

მისივე თქმით, აღნიშნული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარება, ამ ეტაპზე, სტაბილურია.

"ოთხი ახალი ინფიცირებულიდან ჩვენთან წევს მხოლოდ 2. მათი მდგომარეობა ჯერ-ჯერობით გარკვეულწილად სტაბილურია, მათთან შეინიშნება მხოლოდ ტემპერატურის მატება 37-37,5-მდე და მინიმალურად არის გამოხატული კლინიკა. თავდაპირველად შემოსულ ტესტებში ლაბორატორიულად მნიშვნელოვანი ცვლილება არ არის, მაგრამ ჩვენ ამას ველით დაავადების დაწყებიდან მომდევნო დღეებში. ვნახოთ პირველი სამი დღის განმავლობაში როგორი დინამიკა გვექნება ამ ორ პაციენტზე. რენტგენოლიგიურად არ არის პნევმონია“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ჯამში ინფიცირებულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics