19:32 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-26 12:06:09, 1155 ნახვა

ეკონომიკა
საქართველო-რუსეთის საავიაციო ხელისუფლებებს შორის, ტექნიკური კონსულტაციები დაიწყო

საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლებს შორის ტექნიკური კონსულტაციები დაიწყო.  

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნოებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის ძირითად განსახილველ საკითხს წარმოადგენს ავიაკომპანიების მიერ პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულების ფრენის სიხშირეები კვირის განმავლობაში. შეხვედრას ასევე ესწრება შვეიცარიის საელჩოს წარმომადგენლი.

„აღნიშნული მოლაპარაკების ფარგლებში ქართული მხარე მაქსიმალურად შეეცდება, რომ გათვალისწინებულ იქნას ქართული ავიაკომპანიების და ამავდროულად მომხმარებელთა/მგზავრთა ინტერესები. შესაბამისად, მოლაპარაკების პროცესში ქართული მხარის ძირითადი მოთხოვნა იქნება - ფრენის სიხშირეების გადანაწილება განხორციელდეს პარიტეტის საფუძველზე იმგვარად, რომ მიღწეულ იქნას ზემოაღნიშნული მიზნები“, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SOLO-ს მხარდაჭერით, თბილისი თანამედროვე ხელოვნების პირველ საერთაშორისო აუქციონს უმასპინძლებს
ადამიანის უფლებათა კომისარს მოუწოდეს გამოიძიოს ივანიშვილის რეჟიმის პრაქტიკა, გააშიშვლონ პატიმარი ქალები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics