19:21 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-22 12:01:02, 1000 ნახვა

კომენტარი
სოზარ სუბარი: საქართველო საერთაშორისო დონეზე თავის პოზიაცას მკაფიოდ წარმოაჩენს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ სოზარ სუბარის განცხადებით, საოკუპაციო ზოლზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, საქართველო თავის პოზიციას საერთაშორისო დონეზე მკაფიოდ წარმოაჩენს.

ამის შესახებ სუბარმა  ჟურნალისტებს 2015 წლის "ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში" მონაწილე სპორტსმენებთან  შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც სუბარმა აღნიშნა, მას ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლების გაკვირვებია, რომლებსაც 2008 წლის ომის შემდეგ, რუსეთის მიერ რაჭაში საზღვრის გადმოწევის ფაქტთან დაკავშირებით, არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ.

"დღეს რაც საოკუპაციო ზოლზე ხდება, ისაა რაც 90-იან წლებში და 2008 წელს დაიწყო.საქართველო საერთაშორისო დონეზე თავის პოზიციებს მკაფიოდ  წარმოაჩენს და ჩვენ ამას მაქსიმალურად ვაკეთებთ. გამკვირვებია იმ ადამიანების, ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლების და მათი ე.წ.  აქტივისტი არასამთავრობო ორგანიზაციების, რომლებსაც ხმა არ ამოუღიათ მაშინ, როდესაც 2008 წლის ომის და რამდენიმე წლის შემდეგ, 20 კილომეტრით გადაწია შუაგულ რაჭაში რუსეთმა საზღვარი, მათ არც საერთაშორისო დონეზე არ დაუწყიათ საუბარი, არც შიგნით გაკეთებულა განცხადებები, არც ტრანსფარანტები აღუმართავთ, მაშინ, როდესაც რაჭის შუაგულში რუსეთმა რამდენიმე ჰექტარი სახნავ-სათესი მიწა წაიღო. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ჩვენი ერთადერთი ინსრუმენტი საერთაშორისო თანამეგრობა და საერთაშორისო ასპარეზია.ამიტომ, ჩვენი მხრიდან მაქსიმუმი კეთდება",-განაცხადა სოზარ სუბარმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ადამიანის უფლებათა კომისარს მოუწოდეს გამოიძიოს ივანიშვილის რეჟიმის პრაქტიკა, გააშიშვლონ პატიმარი ქალები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics