11:20 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-20 15:00:03, 4808 ნახვა

Lifestyle
268 მილიონი ნახვა-Avengers: Endgame-ს ტრეილერი ისტორიაში ყველაზე ნახვადი აღმოჩნდა

 

კინოსტუდია Marvel-მა 2 დღის წინ "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე გულშემატკივრებს იმის შესახებ აცნობა, რომ ახალი ფილმის "შურისმაძიებლები:ფინალი"-ს ტრეილერი კინოს ისტორიაში ყველაზე ნახვადი მოკლე ვიდეორგოლია. 

"მადლობა თქვენ , სამყაროში საუკეთესო ფანებო იმისათვის, რომ აკეთებთ ყველაფერს, რათა ახალი "შურისმაძიებლების" ტრელერი ნახოთ! 268 მილიონი ნახვა 24 საათში-ეს მსოფლიო რეკორდია!",-ნათქვამია კინოსტურიის განცხადებაში.

ცნობილი პორტალი Complex წერს, "შურისმაძიებლების" ახალი ტრეილერი კინოს ისტორიაში ნახვადობით მეორე ადგილზეა, პირველ ადგილს (289 მილიონი ნახვა) "შურისმაძიებლები"-ს პირველი ფილმი, ხოლო მესამეს "შურისმაძიებლები:უსასრულობის ომი" იკავებს. 

ახალი ტრეილერი 14 მარტს გამოქვეყნდა, მასში ბრი ლარსენი (კაპიტანი მარველი) და სხვა გმირები ვიხილეთ. ვიდეორგოლიდან ვიგებთ, რომ ის თანოსის მიერ მოწყობილ მასიურ განადგურებას გადაურჩა და იმ გმირების რიგებს შეუერთდა, რომლებმაც იასამნისფერ გიგანტზე შურისძიება ჩაიფიქრეს.

საქართველოს კინოთეატრებში "შურისმაძიებლები:ფინალი"-ს პრემიერა 2019 წლის 25 აპრილს შედგება.









ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics