20:43 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-16 19:34:53, 830 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის უწყების თანამშრომლები დაზარალებულ მოსახლეობას ეხმარებიან

სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად თავდაცვის უწყების თანამშრომლებმა მედიკამენტები, საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები შეაგროვეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღის განმავლობაში, შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეებს, ასევე, სამოქალაქო ოფისისა და გენერალური შტაბის თანამშრომლებს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო მისაღებში სხვადასხვა სახის პროდუქტი მოჰქონდათ. ნივთებს შორის, სათამაშოები, ბავშვების ჰიგიენური ნივთები და საბავშვო ეტლიც იყო. შეგროვილი პროდუქტებისა და ნივთების ტრანსპორტირებასა და განაწილებას ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობა უზრუნველყოფს. სტიქიით გამოწვეული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის უწყება პირველივე წუთებიდან ჩაერთო. თავდაცვის უწყების ქვედანაყოფები სამუშაოებს სხვადასხვა ადგილას ასრულებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ეკონომიკის სამინისტრო - საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics