10:49 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-19 12:37:33, 711 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური კომპანია KPMG-ს წარმომადგენლებს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საერთაშორისო საკონსულტაციო და აუდიტორული კომპანია KPMG-ს წარმომადგენლებს შონ ტირნანს, ლიდია პეტრაშოვას, მიხაილ ორლოვს და კახა რუხაძეს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში მეორე დღეა მიმდინარეობს  აღნიშნული კომპანიის მმართველი პარტნიორების კონფერენცია, რომელზეც  კომპანიის სამომავლო გეგები,  რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობა და ზრდის პოტენციალი განიხილება.

ფინანსთა მინისტრმა სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდა  ქვეყნის ეკონომიკაში არსებული მდგომარეობის, საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ, ასევე მიმდინარე და დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივაზე, როგორც საგადასახადო სფეროს, ისე საკონსულტაციო და აუდიტორული მიმართულებით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი ორბანის არჩევნებში დამარცხებაზე: სიძულვილით გამარჯვება შეუძლებელია
ირანმა აშშ დაადანაშაულა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში და უარი თქვა მოლაპარაკებების ახალ რაუნდზე
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics