11:52 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-08 14:02:57, 1957 ნახვა

Lifestyle
დევნილთა სამინისტროს ხელშეწყობით, 6 დევნილი სტუდენტის სწავლას ქართველი ბიზნესმენები დააფინანსებენ

დევნილთა და განსახლების სამინისტროში დღეს  შეხვედრა შედგა, რომელზეც მინისტრმა სოზარ სუბარმა ახალი ინიციატივა გააჟღერა. ქართველი ბიზნესმენების ხელშეწყობით, 6 დევნილი სტუდენტის სწავლა დაფინანსდება.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და დევნილთა სამინისტროდან აცნობეს.

სუბარის განცხადებით,  დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა დღევანდელი პრიორიტეტია, განათლებისათვის ხელშეწყობა კი, სამომავლო და ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანი. 

ამასთან, სუბარმა მადლობა გადაუხადა „გორმედისა“ და „ავერსის“ ხელმძღვანელებს სამინისტროს ინიციატივის გაზიარებისა და დევნილი  სტუდენტების მხარდაჭერისთვის. 

„გორმედის“ ხელმძღვანელმა გია სვანიძემ აღნიშნა, რომ მათ მემორანდუმი აქვთ გაფორმებული დევნილთა და განსახლების სამინისტროსთან და ამ ფარგლებში არაერთი სასიკეთო საქმე გაკეთდა დევნილთა დასახმარებლად, თუმცა, ბოლო ინიციატივა ჩვენთვის საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ იგი ჩვენი ქვეყნის მომავალს ეხება და ამდენად, მნიშვნელოვანია.

„ავერსის“ ხელმძღვანელმა პაატა კურტანიძემ წარმატებები უსურვა სტუდენტებს და მომავალში მათ დასაქმებაზე მზადყოვნა გამოთქვა. 

ამ ეტაპზე 6 დევნილი სტუდენტის სწავლა დაფინანსდება. 2 მათგანი შიდა ქართლიდან, 4 კი აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი ოჯახიდანაა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics