14:57 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-04 15:06:55, 1067 ნახვა

Lifestyle
თბილისის ზოოპარკის Facebook-ის ოფიციალური გვერდი გატეხეს

თბილისის ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის Facebook პროფილი გატეხეს.

ამის შესახებ ზოოპარკის პრესსამსახურის უფროსი მზია შარაშიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

მისივე ინფორმაციით, გატეხილია თბილისის ზოოპარკის Facebook-ის ოფიციალური გვერდიც.

„SOS!!! ძვირფასო მეგობრებო, გაცნობებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ, როგორც ჩანს, გატეხეს თბილისის ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის Facebook პროფილი და ყველა, ვინც თბილისის ზოოპარკის Facebook გვერდს ვმართავდით, დაგვბლოკეს. ამჟამად ზოოპარკის გვერდს ჩვენ არ ვმართავთ, ასე რომ, დღეიდან, ვიდრე პრობლემის მოგვარებამდე, თუ რამე დაიდება, იცოდეთ, რომ პოსტები ჩვენ არ გვეკუთვნის, რადგან წვდომა არ გვაქვს გვერდზე. იმედია, ბოროტი, მაგრამ მაინც ხუმრობაა, ყველაფერი მალე მოგვარდება და დავიბრუნებთ ჩვენს საყვარელ გვერდს“, - წერს მზია შარაშიძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics