2026-01-30 12:29:30, 531 ნახვა
პოლიტიკა
საელჩომ დაიწყო აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირება, რომლებმაც, შესაძლოა, ვიზის ვადას გადააცილეს
აშშ-ის საელჩომ დაიწყო აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირება, რომლებმაც, შესაძლოა, ვიზის ვადას გადააცილეს - ნათქვამია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში, რომელიც სოციალური ქსელით გავრცელდა.
მათი ინფორმაციით, საელჩო აშშ-ში წასულ საქართველოს მოქალაქეებს განუმარტავს, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ ვადის გადაცილებას.
"აშშ-ის საელჩომ დაიწყო აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირება, რომლებმაც, შესაძლოა, ვიზის ვადას გადააცილეს, რათა მიაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გადაამოწმონ რამდენი ხნით შეუძლიათ დარჩენა და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ ვადის გადაცილებას.
აშშ-ის საბაჟო და საზღვრის დაცვის სამსახური (CBP) ქვეყანაში შესვლისას განსაზღვრავს, რამდენ ხანს აქვს მოქმედი ვიზის მფლობელს აშშ-ში დარჩენის უფლება." - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში
ავტორი: ექსპრესნიუსი,