2025-10-27 17:23:14, 943 ნახვა
სამართალი
თორნიკე რიჟვაძე საქართველოში ბრუნდება
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე საქართველოში ბრუნდება - ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილმა დირექტორმა, ამჟამად ბრალდებულმა ალექსი ახვლედიანმა განაცხადა.
ახვლედიანის თქმითვე, რიჟვაძე აპირებს ჟურნალისტებს ინტერვიუც მისცეს, რა დროსაც ყველა დაგროვილ კითხვას უპასუხებს.
მე როგორც ვიცი, აუხლოეს დღეებში, უახლოეს პერიოდში, თავად თორნიკე გააკეთებს განცხადებას და უპასუხებს თქვანს შეკითხვებს. აქიდან გამომდინარე მასთან დაკავშირებით მე ვერაფერს გეტყვით. ალბათ, აპირებს ინტერვიუს მიცემას. ის ბრუნდება საქართველოში და არც არასდროს აპირებდა ქვეყნის დატოვებას. იცით, რა მიზეზითაც დატოვა ქვეყანა. მე არ ინფორმაციაც მაქვს ის უახლოეს დღეებში დაბრუნდება და თავად გასცემს პასუხს ითხვებს"- განაცხადა ახვლედიანმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,