15:06 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-03 15:05:50, 879 ნახვა

საზოგადოება
TI - 4 თვეში მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის 85-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშის თანახმად, 2025 წლის პირველ 4 თვეში მედიის წარმომადგენლების მიმართ სხვადასხვა ტიპის ძალადობისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის 85-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ამ მიმართულებით 2024 წლის საგანგაშო ტენდენცია მიმდინარე წელსაც გრძელდება და ქართული მედია პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს გამოწვევებით ხვდება.

„არსებობის ეგზისტენციალური საფრთხე და გადარჩენისთვის ბრძოლა - ამ გამოწვევებით ხვდება დამოუკიდებელი ქართული მედია 3 მაისს, პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს. მიმდინარე წელს, კვლავაც გრძელდება 2024 წლის საგანგაშო ტენდენცია, რა დროსაც, მედიის წარმომადგენლების მიმართ სხვადასხვა ტიპის ძალადობისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის 200-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. მხოლოდ 2025 წლის პირველ 4 თვეში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ 85-ზე მეტი საჯაროდ დაფიქსირებული ასეთივე შემთხვევა აღრიცხა.

ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლების გახშირებული შემთხვევების პარალელურად, განსაკუთრებით სახიფათო ტენდენციად ყალიბდება მმართველი ძალის მხრიდან სამართალდამცველი და სასამართლო სისტემის ინსტრუმენტალიზება და მათი ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოყენება, რაც ძირითადად მათ უკანონო დაკავებებსა და დაჯარიმებაში ვლინდება. 2025 წელს, დაფიქსირებული შემთხვევების 40% (33) სწორედ ასეთია. აღნიშნული ანგარიში სწორედ ამგვარ მაგალითებს მიმოიხილავს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ მედიის წინააღმდეგ მართლმსაჯულების სისტემის მანკიერი გამოყენების პრაქტიკა 3 ძირითად მიმართულებად დაყო: ჟურნალისტების უკანონო დაკავება; ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება ან/და სამართალდამრღვევად ცნობა; ჯარიმები „გზის გადაკეტვისთვის“. აღსანიშნავია, რომ ეს ტენდენცია მსგავსია სხვა ავტორიტარული რეჟიმების მიერ მიღებული ზომებისა, როდესაც თავისუფალი მედიის წარმომადგენლები რეპრესიების ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენენ. მათ შორის, აქტიურად გამოიყენება ქვეყანაში არსებულ საშუალო შემოსავლის დონესთან არაადეკვატურად მაღალი ჯარიმები, რაც, ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ბელარუსი და რუსეთი ეფექტიან ინსტრუმენტებად იქნა გამოყენებული ჟურნალისტების საქმიანობის შეზღუდვისა და, ზოგადად, საპროტესტო ტალღის ჩასახშობად”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანგარიში ვრცლად იხილეთ აქ:





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics