13:44 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-18 11:34:35, 6087 ნახვა

სპორტი
საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთთან მატჩს „დინამო არენაზე“ გამართავს

ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი აუტში საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთთან საშინაო შეხვედრას „დინამო არენაზე“ ჩაატარებს, – ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა ჟურნალისტებთან საგანგებო შეხვედრისას განაცხადა.

„საბედნიეროდ, „დინამო არენაზე“ პრობლემების ნაწილი მოგვარებულია და მხოლოდ 6000 ადგილი იქნება შეზღუდული მაყურებლებისთვის. ბილეთების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – განაცხადა მუჯირმა.

2024/25 წლის ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი აუტში საქართველოს ნაკრები სომხეთთან პირველ მატჩს 20 მარტს სტუმრად გამართავს, ხოლო თბლისში, „დინამო არენაზე“ მეტოქეს 23 მარტს უმასპინძლებს.

ორი მატჩის ჯამში გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ეროვნული გუნდი ერთა ლიგის B დივიზიონში ადგილს შეინარჩუნებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics