10:11 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-12 18:28:31, 1318 ნახვა

სამხედრო
სამხედრო-ტექნიკური ელექტრონული ლექსიკონის შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ქართული სალიტერატურო ენის ნორმების შესაბამისი სამხედრო-ტექნიკური ელექტრონული ლექსიკონის შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართა. 

თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტმა უწყების ხელმძღვანელობას ელექტრონული ლექსიკონის პროექტის შემდგომი განვითარების ხედვა  წარუდგინა.

შეხვედრაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის წარმომადგენლებმა სამხედრო ლექსიკონის შექმნის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. „სასაქონლო მარაგების სამხედრო-ტექნიკურ ტერმინთა ლექსიკონის“ წარდგენისას ყურადღება შესრულებულ სამუშაოსა და ამ პროცესში წარმოჩენილ პრობლემებზე გამახვილდა.

შემაჯამებელ პრეზენტაციას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, ლევან ღირსიაშვილი და კახა ოქროჯანაშვილი, ასევე მინისტრის მრჩეველი გიორგი ბეროშვილი დაესწრნენ.

ცნობისთვის, სამხედრო-ტექნიკური ლექსიკონი თავდაცვის უწყებასა და მის დაქვემდებარებულ სტრუქტურებში სასაქონლო მარაგების მოძრაობის თანამედროვე სტანდარტებზე გადაყვანას უზრუნველყოფს და შიდა სასაწყობე ოპერაციების სწორად ფორმირებას ხელს შეუწყობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აია-სოფიაში ბერძენი ტურისტები დააკავეს მას შემდეგ, რაც გაშალეს დროშა წარწერით „მართლმადიდებლობა ან სიკვდილი“
ცოცხლების მარში აუშვიცში
აშშ-მ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციები აღადგინა
ტრამპმა განაცხადა, რომ ორბანის არჩევნებში დამარცხება არ აწუხებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics