08:53 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-08 18:49:14, 1023 ნახვა

მსოფლიო
უკრაინაში არსებულ ვითარებაზე ოთხმხრივი მოლაპარაკება მინსკში 11 თებერვალს გაიმართება

უკრაინის, რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერები უკრაინაში არსებულ ვითარებაზე მოლაპარაკებებს კიევში 11 თებერვალს გამართავენ.

„ბი ბი სის“ ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს მხარეებმა ოთხმხრივი  სატელეფონო საუბრის შემდეგ მიიღეს.

რაც შეეხება სატელეფონო მოლაპარაკებებს, უცხოურ მედიასთან კომენტარი გერმანიის კანცლერის პრეს-მდივანმა შტეფან ზაიბერტმა გააკეთა.

მისი თქმით,სატელეფონო მოლაპარაკებებისას, ოთხი ქვეყნის ლიდერებმა უკრაინაში არსებული ვითარების დეესკალაციისათვის განსახორციელებელი ღონისძიებები განიხილეს.

შეგახსენებთ, რომ დღეს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელის, საფრანგეთის პრეზიდენტი  ფრანსუა ოლანდის, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოს და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის ოთხმხრივი სატელეფონო საუბარი შედგა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics