21:38 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-26 19:48:08, 1291 ნახვა

კომენტარი
კობა სუბელიანი: აღმაშენებელი იმხელა ცხენით სულ ციმ ციმ ვატარე ივერიიდან დიღმამდე, მისხალი არ დაზიანებია

თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილი უფროსი კობა სუბელიანი "ალი და ნინო"-ს ქანდაკების დაზიანების ფაქტს ეხმაურება:

"აღმაშენებელი იმხელა ცხენით სულ ციმ ციმ ვატარე ივერიიდან დიღმამდე, მისხალი არ დაზიანებია, მეხვეწებოდა კიდეც, ცოტა კიდევ მასეირნე ქალაქშიო და ამათ რა ბლაგვი ჭირთ ასეთი რომ ერთი შვანტალია ციცა ვერ გადაუდგამთ 10 მეტრის იქეთ",-აცხადებს კობა სუბელიანი.

შეგახსენებთ, დღეს "ალი და ნინო"-ს ცნობილი ქანდაკება გადატანის დროს დაზიანდა.  „ალი და ნინოს“ გადატანის სამუშაოს  კომპანია "არნაბი 21" ახორციელებდა. კომპანიას  სატენდერო პირობების მიხედვით, დემონტაჟისა და მონტაჟის დროს ქანდაკების დაზიანების გამო, სრული მატერიალური პასუხისმგებლობა დაეკისრება.  აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაზიანება მასშტაბური არ არის და უმოკლეს პერიოდში, ავტორთან კონსულტაციის შემდეგ აღდგება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics