2020-04-13 14:43:33, 16400 ნახვა
ომი უკრაინაში
რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსზე ტესტირება 25 პაციენტს ჩაუტარდება, საიდანაც 5 მედპერსონალია
რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, დევი ტაბიძის განცხადებით, კლინიკაში კორონავირუსის ინფექციით სამი პაციენტი მკურნალობს, რომელთა მდგომარეობას დამაკმაყოფილებელია.
მისი თქმით, რეანიმაციაში ამ დრომდე 2 პაციენტი რჩება.
„დღევანდელი მონაცემებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში 59 პაციენტია, დაემატა ახლახანს კიდევ 2. რეანიმაციაში კვლავ რჩება 3 პაციენტი. მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და ერთი პაციენტის საშუალო სიმძიმეზე მეტად გამოხატულია. პაციენტს აქვს ორმხრივი პნევმონია, არაფერი შეცვლილა. გვყავს 3 კოვიდინფიცირებული და მდგომარეობა საშუალო სიმძიმის, დამაკმაყოფილებელია. დამატებით 25 პაციენტის გატესტვა იგეგმება. მათგან 5 მედპერსონალია. მათი ზოგადი მდგომარეობაც არის საშუალო სიმძიმის. მაღალი ტემპერატურაა სამთან“, - აცხადებენ რესპუბლიკურ საავადმყოფოში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,