|
2018-04-30 11:02:58, 2761 ნახვა
კულტურა
თიბისი გალერეაში ოლესია თავაძის გამოფენა - „ჩემი რობერტ ფროსტი" გაიხსნა
თიბისი გალერეა ქართველი ხელოვანის - ოლესია თავაძის გრაფიკული სერიის გამოფენას - „ჩემი რობერტ ფროსტი" მასპინძლობს. საგამოფენო სივრცეში ამავე სახელწოდების ალბომის პრეზენტაციაც გაიმართა, რომელიც თიბისისა და გამომცემლობა „სეზანის" ერთობლივი პროექტით გამოიცა. გალერეაში გამოფენილი 50-ზე მეტი ნამუშევარი 2015-2017 წლებშია შექმნილი და მხატვრის ბოლოდროინდელ შემოქმედებით ძიებებს ასახავს. ამ ძიებათა ეპიცენტრში მეოცე საუკუნის უდიდესი ამერიკელი პოეტი - რობერტ ლი ფროსტი აღმოჩნდა. პოეტ-ფილოსოფოსს, რომლის შემოქმედება ადამინაური არსებობის ფუნდამენტურ საკითხებსა და სამყაროში ინდივიდის მარტოსულაბას ეხება, მსოფლიო კულტურაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. წარმოდგენილი ნამუშევრები, ჟანრობრივად, ფროსტის პოეტური ნაწარმოებების ილუსტრაციებს წარმოადგენს. არსობრივად კი გრაფიკული ნამუშევრების ამ ციკლში, მხატვარი ამ ნაწარმოებების ერთდროულად ილუსტრატორიცაა და ინტერპრეტატორიც. არაორდინალური მხატვრული ექსპერიმენტით შექმნილი სერიის შესახებ თავად ავტორი ამობობს: „ჩემი რობერტ ფროსტთან მისასვლელი გზა, მთელ ცხოვრებას იტევს... ფროსტთან შეხვედრა მოულოდნელ, პირველი ნახვით სიყვარულს ჰგავდა. ყველა კერპმა უცებ უკან დაიხია. საკულტო ადგილი ფროსტს დაეთმო." მხატვარი და მწერალი ოლესია თავაძე დაზგურ ფერწერასა და გრაფიკაში მუშაობს. ილუსტრირებული აქვს არაერთი სადიდო თუ საბავშვო წიგნი. ქმნის ხელნაკეთ თოჯინებსა და საავტორო კოსტიუმებს. მისმა საბავშო წიგნმა "Bursunsul and Paskualina" 2007 წელს საგამომცემლო ასოციაციის საერთაშორისო კონკურსზე "Step by Step" გაიმარჯვა და მსოფლიოს 16 ენაზე გამოიცა. ქართულ ენაზეა გამოცემული ოლესია თავაძის პროზაული მინიატიურების ორი კრებული - „სევდიანი ჩანაწერები" და „კაკლის ქარები". მხატვრის გამოფენათა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია 2013 წლის პერსონალური გამოფენა ქარვასლაში, რომლის ალბომ-კატალოგი - „ოლესია თავაძის სამყარო" იმავე წელს დაიბეჭდა. ოლესია თავაძის რობერტ ფროსტის სიყვარულით შთაგონებული ნამუშევრების ნახვა მსურველებს თიბისი გალერეაში 1 მაისის ჩათვლით შეეძლებათ.
(R)
ზელენსკი ორბანის არჩევნებში დამარცხებაზე: სიძულვილით გამარჯვება შეუძლებელია
ირანმა აშშ დაადანაშაულა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში და უარი თქვა მოლაპარაკებების ახალ რაუნდზე
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)