10:11 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-15 16:17:56, 1517 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს სამი უწყება „როსნეფტის“ მიერ ფოთის პორტის აქციების შესყიდვის საქმეს სწავლობს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, ეკონომიკის, იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები  რუსული კომპანია „როსნეფტის“ მიერ ფოთის პორტში აქციების შესყიდვის იურიდიულ საქმეს სწავლობენ.
„ეს ტრანზაქცია ჩვენგან დამოუკიდებლად განხორციელდა. მე გავეცი დავალება და ეკონომიკის, იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტრო ერთობლივად სწავლობენ ამ საკითხის იურიდიულ საქმეს. როდესაც ეს შესწავლა დამთავრდება, შედეგები ცნობილი გახდება“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.
ცნობისთვის,  ქართულ ბაზარზე რუსული ენერგო-კომპანია „როსნეფტი“ შემოდის. გავრცელებული ინფორმაციით, „როსნეფტის“  მფლობელობაში  ფოთის პორტის ნავთობ ტერმინალი, ასევე გალფის ბენზინ გასამართი სადგურების ნაწილი გადადის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics