09:35 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-04 05:02:15, 3196 ნახვა

Lifestyle
ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი კვლავ ერთად არიან

ჰოლივუდის მეგავარსკვლავები ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი შერიგდნენ. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა "The Sun", წყვილის ბიოგრაფზე, ჟურნალისტ იენ გალპერინზე დაყრდნობით იუწყება.

ბიოგრაფის თქმით, ანჯელინა ბრედს მეგობრებთან შეხვდა : "პირველი ნაბიჯი ბრედმა გადადგა, რის შემდეგაც ისინი ერთმანეთს თვალაცრემლებულნი ჩაეხუტნენ",- ამბობს ჟურნალისტი. მისივე თქმით წყვილი სპეციალისტთან ერთობლივ ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციაზე შეთანხმდა.

"მაგრამ ამ დროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისინი ერთმანეთს შორდებიან, ეს ნაბიჯი უფრო მომავალი ურთიერთობების ასაშენებლად იქნა გადადგმული", - ამბობს გალპერინი.

აგვისტოს დასაწყისში გამოცემა  "Us Weekly" "ინსაიდერზე" დაყრდნობით, ჯოლის მხრიდან შერიგების მზაობაზე წერდა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პიტი "ოჯახში ნაკისრი მოვალეობების სერიოზულობას დაამტკიცებდა", რისი კარგი მაგალითი მსახიობის მიერ ალკოჰოლზე უარის თქმა იქნებოდა.

ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი 2014 წლის აგვისტოში დაქორწინდნენ. მათ 6 საერთო შვილი ჰყავთ. 2016 წლის სექტემბერში ჯოლიმ მეუღლესთან დაშორების გადაწყვეტილება მიიღო. ბევრი ვერსიის მიუხედავად, მსახიობების განქორწინების დეტალები დღემდე უცნობი რჩება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics