10:07 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-17 17:29:06, 1848 ნახვა

საზოგადოება
კუჭში სისხლდენის ფაქტი იყო საკმაოდ ინტენსიური - ჯანდაცვა პატრიარქის მკუნალობაში უცხოელ ექიმებს რთავს

კუჭიდან სისხლდენის ფაქტი იყო საკმაოდ ინტენსიური და მარტივი არ არის ამ ხნის ადამიანისთვის ასე იოლად გამოსვლა- ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.

„პროცესი ასე უნდა მიმდინარეობდეს, თუმცა აფასებენ როგორც მძიმეს. შემდგომი რაიმე მოქმედებები მხოლოდ იმის მერე განისაზღვრება, რას აჩვენებს დინამიკაში ორგანიზმი. კუჭში სისხლდენის ფაქტი იყო საკმაოდ ინტენსიური და ამიტომ მარტივი არ არის ამ ხნის ადამიანისთვის ასე იოლად გამოსვლა. ვლოცულობთ მისთვის და ღმერთს ვთხოვთ მისთვის მხნეობას და ჯანმრთელობას“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

ამასთან ცნობილი ხდება, რომ ილია მეორეს მკურნალობაში ჯანდაცვის სამინისტრო უცხოელ სპეციალისტებს ჩართავს.  ამის შესახებ ინფორმაცია კონსილიუმის წევრებმა სასულიერო პირებს მიაწოდეს. 

მედ-პერსონალი შეხვდა საზოგადოებას, სადაც იყვნენ, როგორც სასულიერო პირები, ისე საერო ადამიანები და განაცხადეს, რომ მდგომარეობა სამწუხაროდ არც თუ ისე სახარბიელოა, თუმცა მათ ხელთ არსებული ყველა სამედიცინო, ადამიანური რესურსი არის ჩართული ამ განკურნების სასწაულებრივი გამოსწორების ვითარებაში. მათ დაადასტურეს თავიანთ სიტყვაში, რომ ელოდებიან გავლენიან და ავტორიტეტულ ექიმს/ექიმების ჯგუფს საზღვარგარეთიდან, რომლებიც მოდიან საქართველოში, რათა მათ თავიანთი გამოცდილებით კიდევ ერთხელ შეხედონ არსებულ სიტუაციას და თავიანთი სიტყვა თქვან ამ მდგომარეობასთან დაკავშირებით. 

დიახ, იქ იყო მინისტრიც და აქამდე თუ იყო საეჭვო მოდიან თუ არა, ახლა ჩვენ შეგვიძლია მათზე დაყრდნობით ვთქვათ, რომ მათ ეს თვითონვე განაცხადეს, რომ ელოდებიან, რომ ჩართონ. ეს მოხდა დაახლოებით 10-15 წუთის წინ," - აცხადებს დეკანოზი თეიმურაზი (თათარაშვილი).

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ღამით პატრიარქი ილია II კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს. ინფორმაცია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გაავრცელა.

მოგვიანებით, კლინიკის დირექტორმა თქვა, რომ ილია II კავკასიის მედიცინის ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 

მისივე თქმით, ილია II კლინიკაში კუჭიდან მასიური სისხლდენით შეიყვანეს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics