00:05 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-30 11:57:05, 35051 ნახვა

რეგიონი
ალიევის რეჟიმმა, მთავარი ოპოზიციონერის ალი ქარიმლის სახლი გაჩხრიკა თავად კი დააკავა

აზერბაიჯანის პოლიციამ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის გამოძიების ფარგლებში მთავარი ოპოზიციონერი ლიდერის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციონერი ალი ქარიმლი დაკავებულია - ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, აზერბაიჯანის პოლიციამ 29 ნოემბერს ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ალი ქარიმლის სახლში ჩხრეკა ჩაატარა, გამოძიების ფარგლებში, რომელიც პრეზიდენტ ილჰამ ალიევის გადაყენების მიზნით განხორციელებულ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას ეხება. წყარომ, რომელიც აზერბაიჯანის მთავრობიდან, Reuters-ს განუცხადა, რომ ქარიმლის, რომელიც 2000 წლიდან ხელმძღვანელობს „აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტიას“ (APFP), დაკავების გადაწყვეტილება დაკავშირებულია ყოფილი პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის დიდი ხნის მოკავშირის, რამიზ მეჰდიევის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესთან. აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩხრეკის შესახებ კომენტარი არ გააკეთა.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ცნობები ოპოზიციონერი ლიდერის ალი ქარიმლის დაკავების შესახებაც.  Reuters ქარიმლის მოადგილემ, სეიმურ ჰაზიმ, განუცხადა, რომ „აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტიის“ კიდევ ორი წევრუი: ფაიკ ამირლი და მამედ იბრაჰიმი დააკავეს.

ალი ქარიმლი აზერბაიჯანის პირველი პრეზიდენტის აბულფაზ ელჩიბეის დროს, სახელმწიფო მდივანი იყო. იგი თავს "ელჩიბეისტად" მიიჩნევს. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics