2015-01-26 11:35:55, 473 ნახვა
სამართალი
სოფელ ჭანჭათში, გურიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი დაჭრეს
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათში, კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ნუგზარ ცინცაძე დაჭრეს.
ამის შესახებ ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს.
მათივე ინფრომაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას ითვალისწინებს.
„ამ ეტაპზე გამოძიება მიმდინარეობს და სხვა დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის. დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია“, - განუცხადეს „ექსპრესნიუსს“ შსს-ში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან