|
2015-05-28 18:29:19, 690 ნახვა
ეკონომიკა
"ტავ-ურბან საქართველოსთან" თბილისის საერთაშორისო აეროპორტის კონცესიის ხელშეკრულების განახლებული ვარიანტი გაფორმდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ”საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას” და შპს ”ტავ-ურბან საქართველოს” შორის 2005 წელს დადებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტის კონცესიის ხელშეკრულების (Build Operate Transfer – BOT) განახლებულ ვარიანტს მოეწერა ხელი. დოკუმენტს ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა, ქეთევან ალექსიძემ და „ტავ ჯორჯიას“ გენერალურმა მენეჯერმა მეთე ერკალიმ მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიალს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და „ტავ ეარ ფორთს ჰოლდინგის“ პრეზიდენტი სანი შენერი დაესწრნენ. 2) თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების ოთხ ეტაპიანი გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს ხელშეკრულების ბოლომდე (2027 წ-მდე) აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებას და კონკრეტული პროექტების განხორციელებასმგზავრთნაკადის მატების შესაბამისად. ხელშეკრულების ახალი ვერსიის თანახმად მხარეები დამატებით შეთანხმდნენ აეროპორტის ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობის კონკრეტულ ვალდებულებებზე, ქონების მართვის და უკან დაბრუნების კონკრეტულ გემგა-გრაფიკზე. ასევე სრულად მოგვარდა და დარეგულირდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის არსებული ტერმინალის და მიწის საკითხები რაც თავის მხრივ დადებითად აისახება სახელმწიფო ბიუჯეტზე.
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)