13:50 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-15 13:06:25, 563 ნახვა

ეკონომიკა
აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 91.1 მილიონი დოლარი შეადგინა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2015 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 91.1 მილიონი აშშ დოლარი, ანუ 205.7 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2014 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე 29.4 მლნ აშშ დოლარით (66.4 მლნ ლარით), ანუ 24.4 %-ით ნაკლებია.

„უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.2 პროცენტი იმ 12 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აპრილში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 12 ქვეყანაზე გასული წლის აპრილში მთელი ფულადი გზავნილების 93.4 პროცენტი მოდიოდა“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.

რაც შეეხება საქართველოდან საზღვარგარეთ გაგზავნილ თანხებს, ეროვნული ბანკის ცნობით, 2015 წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 14.5 მლნ აშშ დოლარი (32.8 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 13.2 მლნ აშშ დოლარისა (23.2 მლნ ლარისა) გასული წლის აპრილში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics