19:14 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-16 12:00:41, 917 ნახვა

კომენტარი
დავით ბაქრაძე: რიგის სამიტამდე პრეზიდენტის ლატვიაში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის, ლატვიაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. პრეზიდენტი რიგაში ქართულ დელეგციასთან ერთად გაემგზავრა.

დელეგაციის წევრებს შორის არიან საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე.

როგორც ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა,  პრეზიდენტის ლატვიაში  ვიზიტი მნიშვნელოვანია განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც რამდენიმე კვირაში რიგის სამიტი გაიმართება

"1თვის თავზე იმართება სწორედ აქ,  რიგაში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი.  შესაბამისად,  მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრეზიდენტის თავმჯდომარეობით საქართველოს დელეგაციას მიეცემა შესაძლებლობა, რათა განვიხილოთ ის პროგრესი, რაც საქართველომ განიცადა ევროინტეგრაციის გზაზე. შესაბამისად, განვიხილოთ სამიტზე მისაღებ საბოლოო დეკლარაციაში ამ პროგრესის ასახვის შესაძლებლობები",-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქართული ოცნება უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი - Weitai შემოიყვანა
ცოფის შემთხვევის დაფიქსირების გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics