2016-11-18 14:26:55, 1157 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ნარჩემაშვილი: პრეზიდენტმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ კონსტიტუციას ცვლილება სჭირდება
პრეზიდენტმა ძალიან მკაფიოდ თქვა, შეიძლება ცოტა რბილადაც, რომ კონსტიტუცია არის სერიოზულად ხარვეზიანი კონსტიტუცია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კობა ნარჩემაშვილმა განაცხადა.
ნარჩემაშვილის თქმით, აუცილებელია ცვლილებებზე მუშაობა.
"მუშაობა მოგვიწევს მათ შორის უმცირესობასთანაც. მოგვიწევს სხვა პოლიტიკურ ძალებთანაც. მოგვიწევს პარლამენტს გარეთ მყოფ ძალებთანაც კონსულტაციები და ყველასთან, ვინც ამ სფეროში კომპეტენციის მატარებელია”, - განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან