12:23 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-06 12:04:32, 728 ნახვა

რეგიონი
ეკოტურისტული მარშრუტებისთვის გიდების გადამზადება გრძელდება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო აგრძელებს გიდების გადამზადებას აჭარის ეკოტურისტული მარშრუტების მიმართულებით.

როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიდან აცნობეს, სააგენტოში ტრენინგები და ინფოტურები 15-მდე უცხოენოვანი გიდისთვის მიმდინარეობს, რომლებიც მაჭახელას ისტორიულ-კულტურული მარშრუტის მიმართულებით გადამზადდებიან.

მათივე ინფორმაციით, სატრენინგო პროგრამის ფარგლებში მონაწილეებისთვის მოეწყო ინფოტურები მაჭახელას ხეობაში, სადაც ისინი მირვეთის ველომარშრუტსა და ხეობის ისტორიულ-კულტურულ ღირსშესანიშნაოებებს გაეცნენ, დაათვალიერეს ხეობაში არსებული საოჯახო სახლები, ხელნაკეთი ნივთებისა და სხვა სერვისების მქონე ოჯახები.

გარდა ამისა, ინფოტურების ფარგლებში გიდები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ახლად გახსნილ, ქემალ თურმანიძის ეთნოგრაფიულ მუზეუმსაც სტუმრობდნენ. მაჭახელას ისტორიულ-კულტურული მარშრუტის შესახებ გიდებისთვის თეორიული და პრაქტიკული ტრენინგები ისტორიკოსებმა და ეთნოგრაფებმა ჩაატარეს.

ტრენინგების დასრულების შემდეგ ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს მიერ გადამზადებული გიდების ბაზა ტურისტულ სააგენტოებს გადაეცემა და მოხდება მათი პოპულარიზაცია.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Human Rights Watch -ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
მეუფე იაკობი: ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics